6 ოქტომბერი, 2018

შეხვედრა დოჰას მერთან

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დოჰას მერს მოჰამედ ალ-საიდს შეხვდა.

თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

კახა კალაძემ კატარის დედაქალაქის მერს საქართველოს დედაქალაქში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს დედაქალაქში სტუმრობისთვის. დღეს თბილისში მნიშვნელოვანი დღესასწაულია და ბევრი ტურისტია ჩამოსული. ვფიქრობ, ძალიან ბევრი ფუნდამენტური რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქებს შორის არსებული ურთიერთობები გავაღრმავოთ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ხალხთა შორის ურთიერთობებია. მგონია, რომ საერთო ენის გამონახვას შევძლებთ და არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო ღირებულს გავხდით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დოჰას მერს საჩუქრად თბილისის შესახებ წიგნი გადასცა. მოჰამედ ალ-საიდმა კი, თბილისელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და კატარის დედაქალაქში მიიწვია.

„მზად ვართ მეგობრობისთვის. ჩვენ სხვადასხვა ქვეყანასთან საინტერესო პროექტებს ვახორციელებთ. მგონია, რომ ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით, სამომავლო თანამშრომლობა თქვენს ქვეყანასთანაც საინტერესო იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დოჰას მერიის დელეგაცია საქართველოში „თბილისობა 2018“-ის ფარგლებში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები