Warning: fread(): Length parameter must be greater than 0 in /home/kaladze/public_html/system/library/cache.php on line 27 ბუშის ქუჩის მიმდებარედ თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოები
18 იანვარი, 2019

ბუშის ქუჩის მიმდებარედ თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოები

ბუშის ქუჩაზე თარგების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ყველას გვახსოვს, თუ რა მდგომარეობაში იყო ეს ტერიტორია და რა რთული სიტუაცია იყო აქ გამწვანების მხრივ. გვინდა, აღნიშნულ ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩავუტაროთ და მოვაწესრიგოთ. ასევე, შევცვალოთ საინფორმაციო ბანერი, რომელზეც ბუშის ფოტოა განთავსებული. ეს იქნება ერთ-ერთი ლამაზი სივრცე, მოწესრიგებული სარწყავი სისტემებით. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები და ტერიტორია საკმაოდ მიმზიდველი გახდება.

ჯორჯ ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ მიმდებარედ არსებულ თარგებში მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარეები. პირველი თარგი ტერასულად მოეწყობა, შეიქმნება მრგვალი კლუმბების კომპოზიციები, ხოლო, მეორე თარგი მთლიანად დახრილი გამწვანებული სიბრტყისგან შედგება. პირველ თარგზე არსებული ბუშის ქუჩის აღმნიშვნელი საინფორმაციო ბანერი მოიხსნება და სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებული დიზაინით, ახალი ბანერი განთავსდება.

მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ თარგში დეკორატიული აუზი, სარწყავი და განათების სისტემა მოეწყობა, დაირგვება მცენარეები და დაითესება ბალახი. ასევე, განხორციელდება თარგის დატერასება ოვალური, ელიფსური ფორმებით. კახეთის გზატკეცილზე ძირითადი აქცენტი დენდროლოგიურ ნაწილზე, სარწყავი სისტემის მოწყობასა და განათებაზე გაკეთდება.

მსგავსი სიახლეები

Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0