7 მაისი, 2019

გამწვანების აქცია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე

მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი. ვარკეთილში, გამწვანების ღონისძიებაში, მონაწილეობას იღებენ დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს წარმომადგენლები, სტუდენტები, ჩვენი ჯარისკაცები. ყველა მათგანს დიდ მადლობას ვუხდი. ზოგადად, ქალაქის გამწვანება და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული თბილისელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ნარგავებს სჭირდება მოვლა-პატრონობა, რაზეც „ეკოსერვის ჯგუფი“ - ჩვენი ერთ-ერთი სამსახური იღებს პასუხისმგებლობას.

ტერიტორიის გასამწვანებლად საპატრიარქოს ფონდმა - „გაამწვანე საქართველო“ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ მუნიციპალიტეტს ჯამში დაახლოებით 2000 ძირი ფიჭვი გადასცეს, რომლის მოვლა-პატრონობას, დარგვის შემდეგ, თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები