23 მაისი, 2019

ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები

პირველ ეტაპზე, პროექტი ბუდაპეშტის ქუჩაზე მიწისქვეშა სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა. შესაბამისად, კომპანია GWP-მ მთლიანად შეცვალა წყალარინების ქსელი და წყალმომარაგების სისტემა. ასევე, გაკეთდა სანიაღვრეები. ადგილზე მუშაობდა კომპანია „ყაზტრანსგაზიც“, რომელმაც გაზის მილები შეცვალა. ამჟამად გზის საფარის დაგება იწყება. სამუშაოები ბუდაპეშტის ქუჩაზე, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში დასრულდება. პარალელურად, კომპანია გზის მოწყობის სამუშოებს ხვალიდან კანდელაკის ქუჩაზეც დაიწყებს. პროექტის ფარგლებში, კანდელაკის ქუჩაზე მოეწყობა ტროტუარები, ახალი ბორდიურები, შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება LED სანათები. ჩვენ გვახსოვს, როგორი ჩავარდნილი იყო ბუდაპეშტის ქუჩა, რადგან მისწისქვეშ არსებული წყალარინების ქსელის მძიმე მდგომარეობის გამო მიწის გამორეცხვა ხდებოდა. რეაბილიტაციის შემდეგ კი ეს ქუჩები სრულად მოწესრიგდება.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას, ტროტუარების განახლებას, ბორდიურის შეცვლას და 1,2 კმ სიგრძეზე 20 000 მ2 გზის საფარის გამოცვლას.
სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია ,,დინ გრუპი“ ახორციელებს.