Warning: fread(): Length parameter must be greater than 0 in /home/kaladze/public_html/system/library/cache.php on line 27 “მრგვალი ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები
13 ივლისი, 2019

“მრგვალი ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები

თქვენ იცით, რა პრობლემები იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. კომპანია, რომელსაც, ხელშეკრულების თანახმად, უნდა განეხორციელებინა ბაღის რეაბილიტაცია, არაკეთილსინდისიერად მოიქცა. იმის გამო, რომ ჯეროვნად არ ასრულებდა თავის ვალდებულებას, ჩვენ კომპანიას შევუწყვიტეთ კონტრაქტი. ამის შემდეგ ძალიან სწრაფად შევარჩიეთ ახალი კომპანია, რომ რეაბილიტაცია დროულად ჩატარებულიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან მალე დასრულდება და აქ იქნება კეთილმოწყობილი და გამწვანებული სივრცე. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება ბაღში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია. ამ მიმართულებით მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი ირაკლი ჟვანიას.

რეაბილიტაციის ფარგლებში, „მრგვალი ბაღის“ ტერიტორიაზე, სრულად შეიცვალა გარე განათების სისტემა. მიწის ქვეშ მოექცა საკომუნიკაციო კაბელები, შადრევანს კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შადრევნის გარშემო ტერიტორიაზე დრენაჟის ფუნქციის მქონე, ბუნებრივი ქვების კომპოზიტური საფარი მოეწყო.
რეაბილიტაციის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც დეკორატიული სანათებისა და საბაღე ავეჯის განთავსებას გულისხმობს, ერთ კვირაში დასრულდება.

მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „გრინსერვის ჯგუფი“ ასრულებს. რაც შეეხება განათების სისტემის მოწესრიგებას, მას „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები

Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0