Warning: fread(): Length parameter must be greater than 0 in /home/kaladze/public_html/system/library/cache.php on line 27 ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის გადახურვა დასრულდა
7 აგვისტო, 2019

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის გადახურვა დასრულდა

აქ იყო დახურული ტერიტორია. გზა იყო გადაკეტილი, შეუძლებელი იყო მოძრაობა და მძღოლებს უწევდათ გვერდის ავლით გადაადგილება. აქ იყო განთავსებული მეტროს გამნიავებელი შახტი. პროექტის ფარგლებში დემონტაჟი გაუკეთდა იმ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც წლების განმავლობაში იდგა აქ. ახლა ხედავთ, რა კარგი სივრცე გამოვიდა. გაკეთდა შუა ზოლი, სადაც შემოდგომაზე დაირგვება ხე-მცენარეები. განათებები, მოაჯირები და სხვა დანარჩენი გაკეთებულია და ძალიან მიხარია, რომ კმაყოფილია მოსახლეობაც და მძღოლებიც, რომლებიც ამ კონკრეტული მონაკვეთით სარგებლობდნენ.

შეიცვალა შახტის ზედაპირი და მოხდა მისი გადაადგილება იმგვარად, რომ გზა გახსნილიყო.
პროექტის ფარგლებში დემონტაჟი ჩაუტარდა ობიექტზე არსებულ უფუნქციო შენობა-ნაგებობებს და ლითონის ღობეს; რეაბილიტირდა გზის სავალი ნაწილი; მოეწყო გზის გამყოფი ზოლი მოაჯირებით, ბორდიურები და ტროტუარები; შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარეგანათების ქსელი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 1 100 000 ლარია. პროექტი თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ -„ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ აწარმოა. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო.

Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0