Warning: fread(): Length parameter must be greater than 0 in /home/kaladze/public_html/system/library/cache.php on line 27 ვილნიუსის სკვერის გახსნა მთაწმინდაზე
10 სექტემბერი, 2019

ვილნიუსის სკვერის გახსნა მთაწმინდაზე

კიდევ ერთი ულამაზესი, მოწესრიგებული და გამწვანებული სივრცე შეემატა ჩვენს დედაქალაქს. ჩვენ ყველას გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო აქ და დღეს ეს ყველაფერი სახეშეცვლილია. მინდა მადლობა გადავუხადო ლიეტუვის მთავრობას, სახელმწიფოს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობს და ეს ნამდვილად დასაფასებელია. ლიეტუვა ყოველთვის ჩვენი ხალხის გვერდით იყო ყველა მნიშვნელოვან საკითხში და ასე იქნება მომავალშიც. ეს გალამაზებული სკვერი სწორედ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობისა და მეგობრობის სახეა.
მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის მომზადებაში. ამ კონკრეტული სკვერის პროექტის ავტორია არქიტექტორი, რომელიც ლიეტუვადანაა და მინდა, მადლობა გადავუხადო მას. მადლობა ამ ულამაზესი სკულპტურის ავტორს, რომელიც ძალიან მოუხდა სკვერს და საერთო ჯამში ძალიან ლამაზი პროექტი გამოვიდა. მადლობა მთაწმინდის გამგეობას. ამ პროექტის განხორციელება მთაწმინდის რაიონის გამგებლის უშუალო ჩართულობით მოხდა.
ყველას დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივად შევძელით ამ პროექტის განხორციელება და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი ურთიერთობები არის ჩვენს ქვეყნებს შორის.

ვილნიუსის სკვერის პროექტი, რომლის ავტორი არქიტექტორი რიტის ციკანავიჩუსია, გასულ წელს თბილისს, ვილნიუსის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ლიეტუვურმა მხარემ საჩუქრად გადასცა. პროექტის სრული რეაბილიტაცია კი მთაწმინდის გამგეობამ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 570 ათასი ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „გრინსერვისმა“ შეასრულა.

სკვერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა, რომლის შიდა სივრცე ლიეტუვის კულტურულ სახეს ასახავს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია დეკორატიულ შადრევანთან განთავსებული, ვილნიუსის სიმბოლოდ აღიარებული ანგელოზის ქანდაკება, რომელიც ლიეტუველმა ხელოვანმა ვაიდას რამოშკამ შექმნა და უსასყიდლოდ გადასცა თბილისს.

პროექტის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე მთლიანად შენარჩუნდა მწვანე საფარი და გაშენდა ახალი ნარგავები, მათ შორის, ხვიარა მცენარეები დაირგო ლითონის პერგოლასთვის, რომელიც შადრევნის მიმდებარედ დამონტაჟდა.

სრულად შეიცვალა და მხატვრული ეფექტით განახლდა განათების სისტემა, მოეწყო ადაპტირებული წყარო, კიბეები, პანდუსები და სავალი ნაწილი გრანიტის ფილებით მოპირკეთდა, დაიდგა თანამედროვე ტიპის ურნები და სკამები.

სკვერში დამსვენებლებს საშუალება ექნებათ, უფასო ინტერნეტით ისარგებლონ, ხოლო სმარტფონებში QR კოდის დასკანირებით შეეძლებათ, ლიეტუვის დედაქალაქის ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ, დაათვალიერონ ფოტოები და ვიდეორგოლებს უყურონ.

მსგავსი სიახლეები

Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0