Warning: fread(): Length parameter must be greater than 0 in /home/kaladze/public_html/system/library/cache.php on line 27 ჭიაურელის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა
11 ოქტომბერი, 2019

ჭიაურელის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ჭიაურელის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

პროექტს დიდუბის რაიონის გამგეობა ახორციელებს. კახა კალაძის განცხადებით, ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი წვიმის დროს ქუჩის მცხოვრებლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

„დიდუბის გამგეობა მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს კერძო დასახლებაა და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელები ერთმანეთში იყო არეული და წვიმის დროს სახლებში იქმნებოდა პრობლემები. პროექტის დასრულების შემდეგ, ეს საკითხი სრულად მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სამუშაოები ნოემბრის თვეში დასრულდება.

პროექტის ფარგლებში, აღმაშენებლის ხეივნიდან ჭიაურელის ქუჩის გავლით, მოეწყობა 1255 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე მთავარ კოლექტორზე დაერთდება. ასევე, მოეწყობა 36 ცხაური და 14 გვერდმიმღები, დამონტაჟდება სათვალთვალო და სანიაღვრე ჭები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენ ეს გრუპი“ ახორციელებს. პროექტი დაახლოებით 600 000 ლარი ჯდება.

სანიაღვრე ქსელის მოწყობის შემდეგ, დიდუბის რაიონის გამგეობა ქუჩაზე ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

პროექტის მიმდინარეობას დედაქალაქის მერთან ერთად დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღაია გაეცნენ.
 

Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0