Warning: fread(): Length parameter must be greater than 0 in /home/kaladze/public_html/system/library/cache.php on line 27 ჩუღურეთში N10 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
16 იანვარი, 2020

ჩუღურეთში N10 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში ორი ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ. ერთი ძველი ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და შეუძლებელი იყო სწავლის პროცესის გაგრძელება. მეორე პროექტს რაც შეეხება, განხორციელდა ახალი კორპუსის მშენებლობა. ჩუღურეთის რაიონი არის იმ რაიონებს შორის, სადაც საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა ძალიან დიდია. იცით, რომ ბავშვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. საბავშვო ბაღებში მომსახურების ხარისხი არის გაცილებით მაღალი, ვიდრე კერძო საბავშვო ბაღებში. ჩვენ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ. რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ მუშაობას და გვინდა, რომ ყველა რაიონში ასეთი მაღალი დონის ბაღები გავხსნათ.

შენობაში ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი და ღონისძიებების დარბაზია განთავსებული. ძველი, ამორტიზებული შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად, ახალი ადაპტირებული კორპუსის მშენებლობა N10 ბაღის ტერიტორიაზე 2019 წელს დაიწყო. ახალი კორპუსის მშენებლობის პარალელურად, ბაღის ეზოში მოეწყო სათამაშო სივრცეები და საბავშვო მოედნები, დაირგო დეკორატიული მცენარეები, შეიღება ბაღის სხვა კორპუსები და შეიცვალა ავარიული ღობე.

მსგავსი სიახლეები

Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0