18 ნოემბერი, 2014

ვეტერანი დინამოელების დაჯილდოება

1964 წლის 18 ნოემბერი ოქროს ასოებით ჩაიწერა ჩვენი სპორტის ისტორიაში: თბილისის „დინამოს" ფეხბურთელთა გუნდმა პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული!
ეს მაშინდელ საბჭოთა სივრცეში იყო უდიდესი, მასშტაბური გამარჯვება და მიღწევა.
ქართული ფეხბურთი მაშინ თავისი განვითარების და პროფესიონალიზმის ზენიტში იმყოფებოდა და წლების მანძილზე ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელების თამაში თითოეული გულშემატკივრისთვის იყო საამაყო.
60 -იან წლებში დაწყებული ქართული ფეხბურთის ტრიუმფალური სვლა ყველასთვის შთამბეჭდავი გამარჯვებით -- 1981 წელს თასების თასის მოგებით დააგვირგვინა თბილისის დინამომ.
მე შევნატრი იმ დროს, როცა ხალხი სპორტით , დიდი სპორტული გამარჯვებებით სულდგმულობდა და ასეთი პოზიტიური, სიხარულით აღსავსე სანახაობებით ვიყავით განებივრებულნი, მინდა ვუსურვო ჩვენს ფეხბურთს ფეხზე დადგომა და ძველი დიდების დაბრუნება!
ვუსურვებ ქართული სპორტის ქომაგებს, რომ კვლავაც შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, ილია დათუნაშვილი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი თამაშობდეს ჩვენი ქვეყნის სახელით საერთაშორისო ასპარეზობებზე.

მსგავსი სიახლეები