30 იანვარი, 2017

გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტის პრეზენტაცია

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გადაშენების პირას მყოფი, ნაკადულის კალმახის საშენი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ესწრებოდნენ. საქართველოს ენერგო სექტორში მოქმედმა კომპანიებმა, ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ნაკადულის კალმახის გადასარჩენად, 300 000 ლარით დააფინანსეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის, ნაკადულის კალმახის საშენის პროექტი. 2016 წლის სექტემბერში, ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ, მოწყვლადი სახეობის გადასარჩენი პროექტი წამოიწყო. საჩხერის მუნიციპალიტეტში, დაბა კვერეთში ნაკადულის კალმახის საშენი მოეწყო, სადაც ნაკადულის კალმახის 130-მდე ეგზემპლარია შეყვანილი და თევზის ქვეირითის ინკუბატორია დამონტაჟებული. უახლოეს მომავალში საკალმახეში მოეწყობა ტბორები, წყლის ფილტრაციის სისტემა და საქვირითე ინკუპატორი გაკეთდება. 

მსგავსი სიახლეები

ბლოგი

თბილისელობის საზომი თბილისზე ამაგია"

"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."

დემოკრატიულ გზაზე"

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აღწერს, თუ..."


ვიდეო