უკან დაბრუნება
2 თებერვალი

შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან

საქართველოს ვიცე-პრემიერ/ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება დურსუნ ნასანოვს შორის, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ენერგეტიკული ურთიერთობების გაღრმავების და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ენერგეტიკის სექტორი თანამშრომლობის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს რაც გამოხატულია ერთობლივად რეალიზებულ მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა „ბაქო-სუფსისა“ და „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენები და „ბაქო-თბილისი-ერზერუმის“ გაზსადენი. ასევე, ,,გარდაბანი-სამუხის“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტებისა და „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო პროექტის განხორციელების ფარგლებში.