უკან დაბრუნება
13 მარტი

შეხვედრა რუმინეთის ელჩთან

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული დარგებია: ვაჭრობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა და ტრანსპორტი.
რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს. აღსანიშნავია, რომ რუმინეთი ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა.