უკან დაბრუნება
1 სექტემბერი

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის საკრებულოს წევრობისთვის 25 კანდიდატი იბრძოლებს.

კერძოდ, მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი იქნება; ვაკე - გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე; საბურთალო - ავთანდილ ცინცაძე, დავით უთმელიძე და ვახტანგ შაქარიშვილი; კრწანისი - თემურ გორგაძე; ისანი - ილია ჯიშკარიანი, ნინო ლაცაბიძე და ლევან დავითაშვილი; სამგორი - გიორგი დოხტურიშვილი, გიორგი ტყემალაძე, ქეთევან მამულაშვილი და რევაზ სოხაძე; ნაძალადევი - თამარ ტალიაშვილი, დავით ჭელიძე, მიხეილ ამაშუკელი და ალექსანდრე ხუჯაძე; ჩუღურეთი - რიმა ბერაძე; დიდუბე - ვლადიმერ ძნელაძე და თარაშ შურღაია; გლდანი - შალვა ოგბაიძე, ოთარ გრიგოლია, გულია გოცირიძე და ქეთევან ჯოხაძე.

პარტიის თავმჯდომარემ ამომრჩევლებს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის ბოტანიკურ ბაღში წარუდგინა.