უკან დაბრუნება
5 სექტემბერი

შეხვედრა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაკენზი სმიტი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს მის საარჩევნო შტაბში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე.
კახა კალაძემ ბრიტანეთის ელჩს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება.
თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე კი არჩევნებში მონაწილე სუბიექტები საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ.