უკან დაბრუნება
9 სექტემბერი

კახა კალაძე მოსახლეობის საჭიროებებს ეცნობა

კახა კალაძემ თბილისის სხვადასხვა უბნების შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების გაცნობა დაიწყო. პირველი შეხვედრა დღეს, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან გაიმართა. კახა კალაძემ იმ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომელზეც მუშაობას გეგმავს: „ვგეგმავთ მასშტაბური პარკების მოწყობას. ერთ-ერთია დენდროლოგიური პარკი, რომელიც დასვენების საუკეთესო ადგილი იქნება. ასევე, დაწყებულია თბილისის ზღვაზე ზოოპარკის მოწყობა. ეს პროექტი გაგრძელდება, ხოლო ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორია და „მზიური“ საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება და დასასვენებლად ერთიანი მწვანე სივრცე მოეწყობა“.