Warning: fread(): Length parameter must be greater than 0 in /home/kaladze/public_html/system/library/cache.php on line 27 მშვიდობის ხიდის მორეცხვა-დასუფთავების სამუშაოები დაიწყო
21 ნოემბერი, 2017

მშვიდობის ხიდის მორეცხვა-დასუფთავების სამუშაოები დაიწყო

თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური მშვიდობის ხიდის საექსპლუატაციო (მორეცხვის) სამუშაოებს აწარმოებს.

გეგმური სამუშაოების ფარგლებში, მშვიდობის ხიდის, როგორც გარე კარკასის, ასევე შიდა საფეხმავლო ნაწილის მორეცხვა-დასუფთავება მოხდება. სამუშაოები დღეს დაიწყო და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დასუფთავების სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე გაეცნენ. ადგილზე ასევე, იმყოფებოდა კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი.

„სამუშაოები ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დასუფთავების სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რომელიც ხიდის განათებასაც უზრუნველყოფს“, - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

ტენდერში გამარჯვებული მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „X-ვექტორი“ მშვიდობის ხიდის მოვლა-პატრონობას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დაზიანების შემთხვევაში, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას - LED სანათების, მოაჯირებისა და საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაციასა და გამოცვლას უზრუნველყოფს.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2017 წელს მშვიდობის ხიდის მოვლა-პატრონობისთვის 465 000 ლარია გამოყოფილი.

მსგავსი სიახლეები

Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0