1 აპრილი, 2018

სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს

თბილისის მერი კახა კალაძე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის სურბ ეჩმიაძინის ტაძარში გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო და თბილისში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

"სომეხ ხალხს და თბილისში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს ვულოცავ აღდგომის დღესასწაულს, მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ! ჩვენ საუკუნეებია მხარდამხარ მოვდივართ, ჭირსა და ლხინში ერთად ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ,"-განაცხადა კახა კალაძემ.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია, დღეს, გრიგორიანული კალენდრით აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.